კვერნაძე 74-ე წუთზე შეცვალეს | ფროზინონემ პარმა გაანადგურა
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ფროზინონემ ბენიტო სტირპეზე ალბერტო ჯილარდინოს გაწვრთნილი პარმას 3:0 მოუგო. 25 წლის სლოვაკმა ფორვარდმა ტომაშ ბობჩეკმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძემ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, 74-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 2:0 იყო. მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არაა, ამ მატჩში ნაკლებად პროდუქტიული იყო.
23 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო (1 037 წუთი). კვერნაძის ანგარიშზე 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტია. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
Transfermarkt-მა, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს