ჯამალ მოზლი გაუშვეს - ბითაძის ორლანდო უმწვრთნელოდ დარჩა
„ორლანდო მეჯიქმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯამალ მოზლი გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ ფლორიდელების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჯეფ ველტმანმა დაადასტურა.
„მადლობას ვუხდით ჯამალ მოზლის ყველაფრისთვის, რაც მან „ორლანდო მეჯიქისთვის“ გააკეთა. რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ახლა ახალი პერსპექტივისა და ახალი იდეების დრო დადგა“, - განაცხადა ველტმანმა.
47 წლის ჯამალ მოზლი დენვერში, კლივლენდსა და დალასში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2021 წელს კი „ორლანდო მეჯიქი“ ჩაიბარა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „მეჯიქი“ პლეიოფის პირველ რაუნდში „დეტროიტ პისტონსთან“ დამარცხდა (3:4). აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ „ორლანდოს“ პლეიოფის სერია არ მოუგია: 7 მარცხი პირველ რაუნდში და 9 რეგულარული პლეიოფის მიღმა.
მოზლის ხელმძღვანელობით „ორლანდომ“ 189 მატჩი მოიგო და 221 წააგო, ვინ გაწვრთნის ფლორიდელებს მომდევნო სეზონში ჯერჯერობით უცნობია.