ნეიმარი
Aa
Aa

18 წლის თანაგუნდელს სილა გააწნა | ნეიმარსა და რობინიოს შვილს დაპირისპირება მოუვიდათ

„სანტოსის“ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს, ერთ-ერთ თანაგუნდელთან, რობინიო ჟუნიორთან, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, რობინიოს შვილია, დაპირისპირება მოუვიდა. Globo-ს ინფორმაციით, ინციდენტი „სანტოსის“ ვარჯიშისას მოხდა და ვითარება რობინიო ჟუნიორის დრიბლინგის შემდეგ გამწვავდა.

ბრაზილიური გამოცემის მიხედვით, 18 წლის ფეხბურთელმა ნეიმარი მოატყუა, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია. „ნეიმ“ მიიჩნია, რომ რობინიო ჟუნიორის მხრიდან უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი და ახალგაზრდა მოთამაშეს ჩაარტყა (მეორე ვერსიით, უხეში ვარდნა გაუკეთა), რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

Globo-ს მიხედვით, რობინიო ჟუნიორმა ნეიმარს ხელი ჰკრა, რის შემდეგაც „ნეიმ“ მას სილა გააწნა. სიტუაცია სხვა ფეხბურთელებმა განმუხტეს, მაგრამ მომხდარმა ახალგაზრდა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და უკმაყოფილება გამოხატეს.

ნეიმარი რობინიო ჟუნიორთან ძალიან ახლოსაა და მის ოჯახთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ბრაზილიელი ფეხბურთელი თანაგუნდელს დაელაპარაკა და ბოდიშიც მოუხადა. Globo-ს ცნობით, მოთამაშეებს შორის კონფლიქტი მოგვარებულია და ყველანაირი პრობლემა გადაჭრილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა