ლუკა ხორხელი
Aa
Aa

ხორხელის მე-7 გოლი სეზონში | ბოლო 8 მატჩში 6 საგოლე მოქმედება აქვს

სლოვაკეთის ჩემპიონატში ტრნავას 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ხორხელმა მორიგი გოლი გაიტანა. საუკეთესო ექვსეულის მე-8 ტურში სტუმრად პოდბრეზოვას მოუგეს (0:3), მესამე გოლი ლუკამ შეაგდო.

ხორხელმა შედეგიანობას მარტის დასაწყისიდან მოუმატა, საუკეთესო ექვსეულის  8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე სეზონს, სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 25 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 9 საგოლე მოქმედებაა, 7 გოლი და 2 საგოლე პასი. 

26 წლის ლუკა ხორხელი იბერიაში, გორში, სპაერში, ბოლნისის სიონსა და სამგურალში ირიცხებოდა. ეს მისი სადებიუტო სეზონია უცხოეთში, 2025 წლის ზაფხულის მიწურულს კარიერა სლოვაკურ კლუბს დაუკავშირა.

2022 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ოთხ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა