საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ეს საბას დროა | ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა

MLS-ის 2026 წლის სეზონის მე-11 ტურში ატლანტა იუნაიტედმა შინ მონრეალი 3:1 დაამარცხა. გამარჯვებაში საბა ლობჟანიძემ დიდი წვლილი შეიტანა, დუბლი შეასრულა და ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა. 41-ე წუთზე საბამ ანგარიში გაათანაბრა, 50-ე წუთზე სანჩესის საგოლე პასის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

საბამ კალათბურთელ დამიან ლილარდის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა, საათზე მიანიშნებდა. ფეხბურთელი ამ ჟესტით გულიხმობდა, რომ ახლა მისი დროა. საბამ გოლი პირველად ასე დანიაში, რანდერსში თამაშისას აღნიშნა და მას შემდეგ ხშირად იყენებს.

Sofascore-მა ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება საბას დაუწერა - 9.2.

 

2024 წლის 20 ოქტომბერს საბამ ორლანდოს გაუტანა, მას შემდეგ MLS-ში 42-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც დღეს დაასრულა.

2025 წლის სეზონში სასტარტო 11-ში ხშირად ხვდებოდა, 33 მატჩში 7 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მთავარ მწვრთნელად არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილი თავკაცი ტატა მარტინო დაუნიშნეს, საბა 11-დან ხუთ მატჩში სასტარტოში იყო, ხუთ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, მონრეალთან მატჩამდე ტორონტოსთან მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. შეტევებს ამწვავებდა, თუმცა  დამაგვირგვინებელ ფაზაში პროდუქტიული არ იყო, თუმცა დღეს თავი კარგად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები