ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გია გურული, არჩილ არველაძე
Aa
Aa

კვარას ჯობნის და ერთ ქართველს ჩამორჩება | ბუდუ ჰაიდენჰაიმის ისტორიაში შევიდა

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი ბუდუ ზივზივაძის შესახებ საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს. ბუდუ ჰაიდენჰაიმის პირველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. ბუდუმ უნიონ ბერლინს, ფრაიბურგს, ზანქტ. პაულისა და ბაიერნს (2) შეუგდო.

ბუდუ პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. რაც შეეხება ტოპ 5 ჩემპიონატებს, ბუდუს მხოლოდ მიქაუტაძე სჯობნის, რომელმაც 2023-24 წლების სეზონში ლიგა 1-ში მეცის რიგებში ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა შემდეგ კლუბებთან: ბრესტი (2), ლანსი (2), ლე ავრი, ლილი, რენი, სტარსბურგი.

ბუდუს 1 მატჩით ჩამორჩება გია გურული, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ლე ავრის რიგებში 1992-93 წლების სეზონში ზედიზედ სამ მატჩში შეაგდო. გურულმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობ კლუბებს გაუტანა: პსჟ-ს, ლიონსა და მეცს. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ორ სხვადასხვა სეზონში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, 2022-23 წლების სეზონში სპეციას, კრემონეზესა და სასუოლოს შეუგდო, 2023-24 წლების სეზონში - სასუოლოს (2), იუვენტუსსა და ტორინოს.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ზივზივაძემ ბუნდესლიგაში 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა, წინ კიდევ ორი ტურია დარჩენილი, თუმცა ალექსანდრე იაშვილის შედეგის გამეორება რთული იქნება, 2023-24 წლების სეზონში ფრაიბურგისთვის ბუნდესლიგის 30 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ბუდუს შეუძლია ლევან კობიაშვილისა (ფრაიბურგი) და არჩილ არველაძის (კიოლნი) შედეგი გაიმეოროს, მათ 2000-01 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 7-7 გოლით გამოიჩინეს თავი.

ბუდუ ჰაიდენჰაიმს 2024-25 წლების სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი შეაგდო. ასე რომ, ბუნდესლიგაში საერთო ჯამში 33 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა