ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუს დუბლი ალიანც არენაზე | ბაიერნთან ფანტასტიკურად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბაიერნი შინ ჰაიდენჰაიმთან 0:2 მარცხდებოდა, გოლები ბუდუ ზივზივაძემ და  ერენ დინქჩიმ გაიტანეს, თუმცა ლეონ გორეცკამ დუბლით ანგარიში გაათანაბრა, 44-ე და 57-ე წუთებზე შეაგდო. 76-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო. მე-10 დამატებულ წუთზე მაიკლ ოლისეს დარტყმის შემდეგ რამაის ავტოგოლი დაფიქსირდა, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

ბუდუს პირველი გოლი

ბუდუს მეორე გოლი

ბუდუ ზივზივაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. ბაიერნთან მატჩამდე უნიონ ბერლინს, ფრაიბურგსა და ზანქტ. პაულის შეუგდო.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა ფორვარდმა 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი შეაგდო. ასე რომ, ბუნდესლიგაში სულ მის აქტივში 8 გოლია.

ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმმა 32 მატჩში 23 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილზეა, მე-16 ადგილოსან ზანქტ. პაულის 3 ქულით ჩამორჩება. თუ ჰაიდენჰაიმი მე-16 ადგილზე გავა, მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება და მასთან გამარჯვებით ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს. ბუდუს გუნდის მიზანი ახლა მხოლოდ ესაა. 33-ე ტურში ჰაიდენჰაიმი კიოლნს ესტუმრება, ბოლო ტურში მაინცს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, კლუბმა სარფიანად გაყიდოს | ნიურნბერგში ლოჩოშვილის შემცვლელი შეარჩიეს
შესაძლოა, კლუბმა სარფიანად გაყიდოს | ნიურნბერგში ლოჩოშვილის შემცვლელი შეარჩიეს