გოლი ლოჩოშვილის აქტიურობას მოჰყვა | ქართველი მცველის კარგი თამაში შეტევაში
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 32-ე ტურში ფიურტი შინ ნიურნბერგს 1:0-ს ამარცხებდა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ნიურნბეგის ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეტევაში იაქტიურა, ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მეკარემ მოიგერია და დამატებაზე გრუბერმა შეაგდო - 1:1. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, გუნდებმა თითო-თითო ქულა მოიპოვეს.
ნიურნბერგის დაცვის ცენტრში ლოჩოშვილისა და გრუბერის დუეტი თამაშობს, გამათანაბრებელი გოლი ამპლუით ცენტრალურმა მცველებმა შექმნეს.
27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 32 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 31-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 30-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს. ასევე, მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
32 ტურის შემდეგ ნიურნბერგი 42 ქულით მე-9 ადგილზეა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მიროსლავ კლოზეს გუნდი უმოტივაციოა. მომდევნო ტურში, 9 მაისს შალკეს მიიღებს, რომელიც ბუნდესლიგა 2-ში გაჩემპიონდა და შემდეგ სეზონში ელიტაში ვიხილავთ.