კლუბი შეიცვალა | ბუღრიძე კვლავ კორეის K ლიგა 2-ში ითამაშებს
ირაკლი ბუღრიძემ კლუბი შეიცვალა, ჩუნგბუკ ჩონგჯუ დატოვა და კარიერას ამავე ჩემპიონატში, კორეის K ლიგა 2-ის ჯონამ დრაგონსში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
28 წლის გარემარბს ბელგიის მეორე ლიგის ბეერსხოტსა და ყაზახურ ყიზილჟარში უთამაშია, გასულ ზამთარში კარიერა ჩუნგბუკ ჩონგჯუს დაუკავშირა, თუმცა მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე მხოლოდ 84 წუთი გაატარა. მცირე დროის მიუხედავად მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
კორეის K ლიგა 2-ში 17 გუნდი მონაწილეობს, ბუღრიძის ახალი გუნდი ჯონამ დრაგონსი 8 ქულით მე-16 ადგილზეა, ბოლოადგილოსანი გიმჰეა, რომლის შემადგენლობაში ბექა მიქელთაძე თამაშობს.