ჟოზე მოურინიო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მოურინიო კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს ითხოვს - განიხილება 3 კანდიდატი

მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ წყვეტს. მას შემდეგ, რაც კლუბმა დაცვის გასაძლიერებლად მარკ კუკურეია, იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი, ხოლო შეტევისთვის ბერნარდუ სილვა დაიმატა, ახლა ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მორიგი მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობს.

პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტი კიდევ ერთი ცენტრალური მცველისა და უნივერსალური ნახევარმცველის დამატებაა, რომელსაც დიდი სამუშაო მოცულობა ექნება და გუნდის თამაშის წარმართვაც შეეძლება.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე სამი კანდიდატი განიხილება: რუბენ დიაში, ალესანდრო ბასტონი, ნიკო შლოტერბეკი.

AS-ის ცნობით, თავდაპირველად მოურინიოს ისეთი ფეხბურთელის დამატება სურდა, რომელსაც ცენტრალურ და მარცხენა მცველადაც შეეძლო თამაში. ამ კონტექსტში განიხილებოდნენ იოშკო გვარდიოლი და რიკარდო კალაფიორი, თუმცა საბოლოოდ კლუბმა არჩევანი კუკურეიაზე შეაჩერა.

ამიტომ ახლა მოურინიო სრულფასოვან ცენტრალურ მცველს ითხოვს. მისი აზრით, ანტონიო რუდიგერი კარიერის დასასრულისკენ მიდის, დინ ჰაუსენი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ხოლო ედერ მილიტაოს ტრავმების ისტორია სერიოზულ რისკს ქმნის.

მოურინიოს ფავორიტი რუბენ დიაშია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი მის გაყიდვას არ აპირებს.

მეორე ვარიანტია ბასტონია. ინტერის ფეხბურთელის თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველაზე რეალურ კანდიდატად კი შლოტერბეკი მიიჩნევა. დორტმუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას მის ხელშეკრულებაში 50-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი ჩაიწერა, ხოლო მადრიდულ კლუბსა და დორტმუნდს შორის კარგი ურთიერთობა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი აქტიურად მუშაობს ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე, ხოლო მის ალტერნატივად ესპანეთის დედაქალაქში მატეუშ ფერნანდეშს მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტი-რეკორდი | რონალდუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა მუნდიალზე
ანტი-რეკორდი | რონალდუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა მუნდიალზე