ორლანდოსთის სეზონი დასრულდა - გოგა გადამწყვეტ მატჩში არ ათამაშეს
NBA-ს პლეი-ოფის 1/8 ფინალური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დეტროიტ პისტონს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 22 ქულის სხვაობით, 116:94 დამარცხდა. შესაბამისად, გოგას გუნდისთვის NBA-ს მიმდინარე სეზონი დასრულდა.
სამწუხაროდ, გადამწყვეტ მატჩში ბითაძეს შანსი არ მისცემია და მთავარმა მწვრთნელმა ის თადარიგში დატოვა.
რაც შეეხება შეხვედრას, ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული ორლანდოს ლიდერი, პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 41:54 წუთში 38 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი დააფიქსირა, თუმცა მისი მონაგარო „მეჯიქს“ გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
მასპინძელთა რიგებიდან კი კეიდ კანინგემი გამოირჩა, რომელმაც 39:29 წუთში 32 ქულა, 12 ასისტი და 1 მოხსნა დააფიქსირა.