ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერის ზედიზედ მეხუთე მასტერსი - ნოლეს და რაფას რეკორდი მოხსნილია

იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. 24 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მეხუთე მასტერსი მოიგო და ლეგენდარულ სერბსა და ესპანელს აჯობა, რომელთაც მიყოლებით ოთხ მასტერსზე ჰქონდათ გამარჯვება მოპოვებული. იანიკმა წარმატებული სვლა 2025 წლის ბოლოს პარიზში დაიწყო, რასაც 2026-ში მონტე-კარლოს, ინდიან-უელსის, მაიამისა და მადრიდის მასტერსებზე მოპოვებული საჩემპიონო ტიტულები მოჰყვა.

ესპანეთის დედაქალაქში გამართული ტურნირის ფინალში სინერმა ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში, 6:1, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა სულ რაღაც 58 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც იანიკმა რვა ეისი მოაწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხიდან ოთხივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება ზვერევს, მის ანგარიშზე ორი ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა იყო. შედეგად სინერმა მარტივი გამარჯვება იზეიმა და ზვერევთან ურთიერთშეხვედრებში 10:4 დაწინაურდა.

ცნობისათვის, იანიკ სინერმა, რომელსაც დიდი მუზარადის ოთხი ტიტული აქვს მოგებული, კარიერაში 28-ე, მიმდინარე სეზონში კი მეოთხე ტურნირზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მადრიდის მასტერსი - ბასილაშვილი პირველივე წრეში ოფნერთან დამარცხდა
მადრიდის მასტერსი - ბასილაშვილი პირველივე წრეში ოფნერთან დამარცხდა