ლაუტარო მარტინესი, ჰენრიხ მხითარიანი, მარკუს ტურამი, პიოტრ ჟიელინსკი
Aa
Aa

ინტერის 21-ე სკუდეტო - ნერიაძურიმ ჩემპიონობა გაიფორმა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში სკუდეტოს მფლობელის ვინაობა ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაირკვა - „ინტერმა“ კონკურენტის შეცდომით კარგად ისარგებლა, 35-ე ტურში საკუთარ სტადიონზე „პარმა“ 2:0 დაამარცხა, მეორეადგილოსან „ნაპოლისთან“ ქულათა სხვაობა 12-მდე გაზარდა და ოქროს მედლები ოფიციალურად გაიფორმა.

ნერიაძურის ემილიელებთან შეხვედრაში განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია და გამარჯვებულის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ჯერ პირველი ნახევრის მიწურულს პიოტრ ჟიელინსკის პასით მასპინძლები მარკუს ტურამმა დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე საბოლოო ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა დააფიქსირა, რომელსაც ასისტენტობა ლაუტარო მარტინესმა გაუწია.

ცნობისათვის, „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი ოცდამეერთედ გახდა და შანსი აქვს სეზონი ოქროს დუბლით დაასრულოს - 13 მაისს, კრისტიან კივუს შეგირდები ქვეყნის თასის ფინალში „ლაციოს“ დაუპირისპირდებიან და წარმატების შემთხვევაში ამ ტურნირს მეათედ მოიგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალესანდრო ბასტონიმ ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა | Marca
ალესანდრო ბასტონიმ ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა | Marca