„ჭორები არ ყოფილა, დიდი პატივია ბარსას ინტერესი, მაგრამ...“ - ლაუტაროს კომენტარი
„ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.
– რაღაც მომენტში ჩანდა, რომ შენით „ბარსელონა“ დაინტერესდა.
„უდავოდ, როდესაც ასეთ კლუბებს უკავშირებენ შენს სახელს, ეს დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა. ფეხბურთელი იმაზე მუშაობს, რომ ყოველწლიურად უკეთესი გახდეს. როდესაც ასეთი ზარები და შეთავაზებები შემოდის, ეს ძალიან სასიამოვნოა. მე მკაფიოდ ვამბობ: მილანში ვარ ჩემს მეუღლესთან და აგენტთან ერთად. მილანი ის ქალაქია, რომელმაც პირველივე დღიდან მიმიღო. ჩემი შვილები აქ დადიან სკოლაში“.
– აქ სამუდამოდ დარჩები?
„ეს კითხვა უკვე დამისვით (იცინის). მე აქ სამუდამოდ დავრჩებოდი, რადგან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება. სანამ მათ ვჭირდები, აქ დავრჩები. მერე, როცა აღარ სჭირდები, გიშვებენ, ასე ხდება ნებისმიერ სამსახურში. მე მუშაობას ვაგრძელებ. მე ყოველდღიურად მთელ ძალებს ვდებ „ინტერისთვის“. ჭორები სიმართლე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მსურდა აქ დარჩენა ჩემს ხალხთან, თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის ბრწყინვალენი არიან“.
– შენ სიმბოლო ხარ.
„არასდროს მიფიქრია, რომ „ინტერში“ კარიერის განმავლობაში ასეთ წერტილს მივაღწევდი და ყველა ჩემს მიზანს შევასრულებდი. ამის გამო მინდა მუშაობის გაგრძელება, ასეთია ჩემი მენტალიტეტი. ვცდილობ, თითოეულ ვარჯიშზე მაქსიმუმი გავიღო. ფეხბურთში არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს მე მაქვს კონტრაქტი და ბედნიერი ვარ. გადავწყვიტე დარჩენა, რადგან თავს კარგად ვგრძნობ და მინდა „ინტერში“ დიდ წარმატებებს მივაღწიო“.
- განაცხადა ლაუტარომ Sky Sport-ის ეთერში.