ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„ხვიჩამ წელს ოქროს ბურთი უნდა მოიგოს“ - ჯანაშიამ კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ვარსკვლავმა წელს ოქროს ბურთი აუცილებლად უნდა მოიგოს.

რას ამბობს ჯანაშია:

„ხვიჩამ წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს. ის „პსჟ“-ში ძალიან კარგად თამაშობს. რაც შეეხება „ბაიერნთან“ მატჩს, ამ თამაშში მატვეი საფონოვმა გუნდი გადაარჩინა იქ, სადაც ამის გაკეთება შეეძლო. მატვეი გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ არის. არ ვფიქრობ, რომ ხვიჩა „პსჟ“-დან უნდა წავიდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას „რეალში“ მიიწვევენ, მაშინ ღირს გუნდის შეცვლაზე ფიქრი“.

ხვიჩა „ბაიერნთან“ დუბლის შემდეგ უკვე შევიდა პსჟ-ს ისტორიაში. ქართველს ტურნირზე 15 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (10 გოლი, 5 საგოლე პასი), რაც აქამდე პარიზული გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. 

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 9-გოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამდე ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო - ხვიჩას უნიკალური შედეგი
კვარამდე ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო - ხვიჩას უნიკალური შედეგი