სერ ალექს ფერგუსონი ოლდ ტრაფორდიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი „ოლდ ტრაფორდიდან“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სერ ალექსი სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
როგორც იწერება, მდგომარეობა სერიოზული არ არის და ლეგენდარულ შოტლანდიელს გეგმური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ, რომ ფერგიუსონი მალე შეძლებს სახლში დაბრუნებას.
84 წლის სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებს რეგულარულად ესწრება.