გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

ზედიზედ ხუთი მარცხი | უოტფორდმა მთავარი მწვრთნელი გაუშვა

უოტფორდმა მთავარი მწვრთნელი ედ სტილი გაუშვა. მთავარ მწვრთნელად თებერვალში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15-დან მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 8 დათმო. ბოლო ხუთ მატჩში ქულაც ვერ მოიპოვა, ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში 46 ტურის შემდეგ უოტფორდი  57 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა. 

მისი ხელმძღვანელობით გიორგი ჩაკვეტაძემ 14 მატჩი ჩაატარა, 2 საგოლე პასი შეასრულა. საბა გოგლიჩიძე 11 მატჩში ათამაშა. ჩაკვეტაძეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, ხოლო გოგლიჩიძე ინგლისში იჯარით თამაშობდა, უდინეზეს საკუთრებაა.

იყო მოლოდინი, რომ ედ სტილი სეზონის ბოლო მატჩში 18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანს ათამაშებდა, თუმცა სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა. გასული ზამთრიდან მოყოლებული ნიკოლოზ ჩიქოვანი პირველ გუნდში ვარჯიშობს და 21-წლამდე გუნდში თამაშობს. ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს და პირველ გუნდში სათამაშო დროს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები