გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის დუბლით - ვილიარეალმა ლევანტე გაანადგურა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ვილიარეალმა“ ვალენსიურ დერბიში „ლევანტე“ გაანადგურა - 5:1. იორგი მიქაუტაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა: „ვილიარეალმა“ ორიგინალურად გაათამაშა კუთხური, თუმცა ქართველი ფორვარდის დარტყმული „ლევანტეს“ კარს მცირე მანძილით ასცდა.

ანგარიში 38-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძემ გახსნა: ქართველმა ფორვარდმა მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით „ლევანტეს“ კარი აიღო. ეს მიქაუტაძისთვის ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 გოლია.

მეორე ტაიმი „ლევანტემ“ უფრო აქტიურად დაიწყო და ანგარიშიც გაათანაბრა - თავი კარლოს ესპიმ გამოიჩინა. 62-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ ლამაზი დარტყმით „ვილიარეალი“ დააწინაურა. 68-ე წუთზე „ვილიარეალის“ სწრაფ შეტევას მიქაუტაძის მეორე გოლი მოჰყვა, 87-ეზე კი ბუშანანმა მეოთხე გოლი გაიტანა, 90-ზე კი ნიკოლა პეპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

Sofascore-მა ქართველი ფორვარდის თამაში 8.4 ქულით შეაფასა, მიქაუტაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 6 დარტყმა, 31 შეხება ბურთთან, 2 წარმატებული დრიბლინგი, 16-დან 12 ზუსტი პასი (75%) და 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

მიქაუტაძის დუბლი და გამორჩეული მომენტები

34 მატჩის შემდეგ „ვილიარეალს“ 68 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი 10 მაისს სტუმრად „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოგებით „ვილიარეალმა“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ტიტული ჟილინაში - ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის გამარჯვებულია
პირველი ტიტული ჟილინაში - ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის გამარჯვებულია