ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 5 ქულა - ოსტენდე ბრძოლაში დამარცხდა

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 32-ე ტურში „ოსტენდე“ სტუმრად „გრონინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით, 82:84 დამარცხდა. სამწუხაროდ, ალექსანდრე მერკვილაძის საკმაოდ სუსტი შეხვედრა ჰქონდა და სასარგებლო თვისებებით თავი ამჯერად ვერ გამოიჩინა.

„ოსტენდეს“ 23 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მერკვილაძის მხრიდან პერიმეტრიდან ჩაგდების ოთხივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ოთხიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ალექსანდრემ ოთხიდან სამ შემთხვევაში მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და არც პერსონალური შენიშვნა არ მიუღია.

ცნობისათვის, 24 მოგებითა და 8 წაგებით „ოსტენდე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. რეგულარული გათამაშების დარჩენილ ორ ტურში ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები 6 მაისს სტუმრად „კორტრაიკთან“, 9 მაისს კი საკუთარ დარბაზში „ბრიუსელთან“ ითამაშებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ტენერიფე აუტსაიდერთან 1 ქულით დამარცხდა
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ტენერიფე აუტსაიდერთან 1 ქულით დამარცხდა