არასდროს აგვიანებდა და ავტოსადგომზე ჩაეძინა - ოლისე ყოფილმა მწვრთნელმა გაიხსენა
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, უდავოდ მაიკლ ოლისეა. 24 წლის ფრანგი შემტევი, რომელიც „ბაიერნმა“ 2024 წლის ზაფხულში „კრისტალ პალასიდან“ 53 მილიონ ევროდ დაიმატა, ლონდონურ კლუბში გადასვლამდე „რედინგში“ თამაშობდა და სწორედ ამ გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა მარკ ბოუენმა მაიკლის შესახებ საინტერესო ამბები მოჰყვა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ყოველ დილით, როდესაც ბაზაზე მივდიოდი, რაც არ უნდა ადრე მივუსლიყავი, ოლისე ადგილზე მხვდებოდა, მანქანაში იჯდა და ღრმა ძილით ეძინა. კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ასე ადრე მოსული, მეუბნებოდა, რომ სახლიდან დილის ექვსის ნახევარზე გამოდიოდა, რათა საცობში მოხვედრისგან თავი აერიდებინა და ვარჯიშზე დაგვიანების რისკი შეემცირებინა.
ერთხელ, როდესაც დილის 9 საათი გახდა და ვარჯიში დავიწყეთ, კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები მომიახლოვდნენ და მკითხეს: „მაიკლი სად არის? რატომ აგვიანებს?“. ჩემი პასუხი ასეთი იყო: „მაიკლი არასოდეს დაიგვიანებს ვარჯიშზე, რადგან როდესაც თქვენ სახლში ხართ და გძინავთ, ის უკვე აქ არის და ავტოსადგომზე საწვრთნელი პროცესის დაწყებას ელოდება“. იმწამსვე მივხვდი, რომ ოლისეს ჩაეძინა, გავედი ავტოსადგომზე, ბიჭებიც წავიყვანე და ყველამ ერთად გავაღვიძეთ“.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში მაიკლ ოლისემ გერმანიის ბუნდესლიგაში თავი 13 გოლითა და 18 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 7 ასისტია.