ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ბუდუ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსებზე

მიუნხენის „ბაიერნის“ კარში შესრულებული დუბლის ავტორმა, ბუდუ ზივზივაძემ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

ბუდუ ზივზივაძე:

„თუ მატჩის დაწყებამდე ვინმე მეტყოდა, რომ გერმანიის ჩემპიონებთან მატჩში ქულას ავიღებდით, ამას აუცილებლად დავთანხმდებოდით. ამიტომ კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ქულა დავიმსახურეთ. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.

ორი მატჩი დაგვრჩა და ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებულები. არც ერთ შემთხვევაში არ დავნებდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ მიუნხენის „ბაიერნს“ ორი გოლი გაუტანა, თუმცა „ჰაიდენჰაიმმა“ გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა (3:3).

ბუდუს პირველი გოლი

ბუდუს მეორე გოლი

ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმმა„ 32 მატჩში 23 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილზეა, მე-16 ადგილოსან „ზანქტ-პაულის“ 3 ქულით ჩამორჩება. თუ „ჰაიდენჰაიმი“ მე-16 ადგილზე გავა, მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება და მასთან გამარჯვებით ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს. ბუდუს გუნდის მიზანი ახლა მხოლოდ ესაა. 33-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „კიოლნს“ ესტუმრება, ბოლო ტურში კი „მაინცს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე ძირითადში იყვნენ - უოტფორდმა სეზონი დაასრულა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე ძირითადში იყვნენ - უოტფორდმა სეზონი დაასრულა