შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ტენერიფე აუტსაიდერთან 1 ქულით დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის 29-ე ტურში ტენერიფე შინ აუტსაიდერ ანდორასთან 1 ქულით, 89:90 დამარცხდა.
ტენერიფეს სასტარტო ხუთეულში 37 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პარკეტზე 29 წუთი და 35 წამი გაატარა, 16 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. ორივე გუნდის შემადგენლობიდან მასზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო, შერმადინის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელო უერტასმა (24 ქულა) და ანდორას სლოვაკმა ლეგიონერმა კაილ კურიცმა (23 ქულა).
შერმადინმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ მის აქტივში 21,9 წუთი, 13,5 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 0,2 ჩაჭრაა.
ესპანეთის ელიტარული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტენერიფემ 29-დან 17 მატჩი მოიგო, 12 დათმო, 18-გუნდიან ჩემპიონატში 34 ქულით მე-6 ადგილზეა. 30-ე ტურში, 9 მაისს ტენერიფე ბადალონას მიიღებს.