„ფრე სამწუხარო შედეგია, სამი ქულა დავიმსახურეთ“ - ლუის ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლორიანთან“ ფრედ დასრულებული მატჩი (2:2) შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, „ლორიანმა“ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა მოსაგებად საკმარისი რაოდენობის მომენტები შექმნა.
ლუის ენრიკე:
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ლორიანმა“ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ეს ძალიან მამაცი გუნდია, რომელიც ცდილობს, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს. ვულოცავ მათ მწვრთნელს, დღეს ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი იყო, თუმცა, ვფიქრობ, 3 ქულა დავიმსახურეთ.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. მატჩის მოსაგებად საკმარისი რაოდენობის მომენტები შევქმენით, მაგრამ ორჯერ გავარტყით ბურთი ძელს. 3 ქულა ძალიან გვჭირდებოდა - ახლა კი „ლანსს“ მიეცემა შესაძლებლობა - ვნახოთ, როგორ დასრულდება მათი შეხვედრა.
დღეს ისეთი ფეხბურთელები ვათამაშეთ, რომლებსაც მცირე სათამაშო დრო აქვთ, თუმცა მათი მხრიდან ამბიციურობა დავინახე. როდესაც მატჩს ვერ ვიგებ, ბედნიერი ვერ ვიქნები, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა“.
32 მატჩის შემდეგ პსჟ 70 ქულით პირველ ადგილზეა და თუ დღეს „ლანსი“ სტუმრად „ნიცას“ მოუგებს, პარიზელებთან ჩამორჩენას 4 ქულამდე შეამცირებს. „ბაიერნისა“ და პსჟ-ის მატჩი 6 მაისს არის ჩანიშნული, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი ენრიკეს გუნდი 10 მაისს, „ბრესტს“ უმასპინძლებს.