გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცი ლიგა 1-დან გავარდა | წიტაიშვილი მონაკოსთან აქტიური იყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში ბოლოადგილოსანი მეცი შინ მონაკოს 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს, 1:2 მოიგეს, გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ანსუ ფატიმ გაიტანა. ამ მარცხის შემდეგ მეცმა ლიგა 1-ში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა, შემდეგ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს, 18-გუნდიან ლიგაში 16 ქულით ბოლო ადგილზეა, ფლეი-ოფის ზონასთან 9 ქულა აშორებს, დარჩენილ ორ ტურში 9-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

მეცის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს. წიტაიშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა, პირველ ტაიმში კარგი გამამწვავებელი პასი შეასრულა, მეორე ტაიმშიც აქტიურობდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი ჯერ პოლ პოგბამ და შემდეგ მამადუ კულიბალიმ დაარღვიეს, არბიტრმა კულიბალის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზაფხულში წიტაიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება. დიდი ალბათობით, მას ტოპ 5 ლიგის რომელიმე გუნდში ვიხილავთ.

მეცის მთავარმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ გიორგი აბუაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა, 74-ე წუთზე თამაშში ჩართო, რამდენიმე წუთი მეცი სამი ქართველით უტევდა, 82-ე წუთზე ქვილითაია გაიყვანეს.

25 წლის წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის აბუაშვილი, რომელიც ფოთის კოლხეთის საკუთრებაა და 1-წლიანი იჯარით მეცში თამაშობს, ბოლო პერიოდში სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ამ სეზონში ლიგა 1-ში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო. 21-დან მხოლოდ ექვს მატჩში ითამაშა 45 წუთი ან მეტი.

რაც შეეხება 32 წლის ქვილითაიას, მეცს გასულ ზამთარში შეუერთდა, ლიგა 1-ის 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს დუბლი ალიანც არენაზე | ბაიერნთან ფანტასტიკურად ითამაშა
ბუდუს დუბლი ალიანც არენაზე | ბაიერნთან ფანტასტიკურად ითამაშა