შესაძლოა, კლუბმა სარფიანად გაყიდოს | ნიურნბერგში ლოჩოშვილის შემცვლელი შეარჩიეს
გერმანული Club Fokus-ის ინფორმაციით, ნიურნბეგის ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა ლოჩოშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კლუბი დატოვოს. კლუბი მის ერთ-ერთ შემცვლელად ლიგა 3-ის ვერლში მოთამაშე ფინ ოტოს მოიაზრებს, რომელსაც გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში უთამაშია და რანგით მესამე ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ლოჩოშვილის მსგავსად მარცხენა ცენტრალური მცველია.
Club Fokus: „მცველების სიმრავლის მიუხედავად გუნდი მის გაძლიერებას მაინც გეგმავს, რაც მკაფიო მანიშნებელია, რომ ზაფხულში ერთ-ერთის წასვლაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კარი ღია დატოვა, შესაძლოა იყოს მთავარი კანდიდატი იმისთვის, რომ კლუბმა სარფიანად გაყიდოს’’.
27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 31 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაa, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. 30-დან 29-ში 90 წუთი ითამაშა, მიროსლავ კლოზემ მხოლოდ ერთხელ შეცვალა, გერმანელი სპეციალისტი მას დიდ ნდობას უცხადებს, რაც მის კომენტარებშიც კარგად ჩანს. 27-ე ტურში ლოჩოშვილმა კაიზერთან დუბლი შეასრულა, მატჩის შემდეგ კლოზემ თქვა: "თავდამსხმელი რომ ვიყო, მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ მომინდებოდა. ლუკა მომენტს საოცრად არჩევს როგორც ჰაერში, ასევე მინდორზე. ის ყოველთვის სწორ მომენტში აყენებს სხეულს ან იყენებს ხელს."