რაფინია საუდის არაბეთში? - ბრაზილიელს წელიწადში 30 მილიონს სთავაზობენ
„ბარსელონას“ ბრაზილიელ შემტევს, რაფინიას საუდის არაბეთში წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.
მისი ინფორმაციით, საუდის არაბეთის ლიგა სოლიდურ წინადადებას ამზადებს, თუმცა „ბარსელოდან“ რაფინიას წასვლის ალბათობა მაინც ძალიან დაბალია.
El Pais-ის ცნობით, საუდელები მზად არიან, რაფინიას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში თითქმის 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.
„მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის გარემოცვაში ამბობენ, რომ რაფინიას ფინანსები ახლა ნაკლებად აინტერესებს და პირველ ადგილზე ბრაზილიელისთვის სპორტული შემადგენელი რჩება“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რაფინიამ ტრავმების გამო 23 მატჩი გამოტოვა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, უახლოეს მატჩში ჰანსი ფლიკის განკარგულებაში იქნება.