ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ჯერ საქმე დამთავრებული არაა“ - ფლიკი ოსასუნასთან მატჩის წინ

„ოსასუნასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესონფერენციაზე „ბლაუგრანას“ ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოსასუნა“ ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის, ამიტომ ხვალინდელი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

„ოსასუნას“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გამარჯვება გვინდა, „ოსასუნა“ ძლიერი და გამოცდილი გუნდია, ძალიან კარგი ფორვარდი ჰყავთ, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

სრული კონცენტრაცია გვჭირდება. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გასულ ტურში „ხეტაფესთან“. მახსოვს „ელ სადარზე“ გამართული წინა მატჩი, როცა გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ. ამჯერად ასე არ იქნება.

ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, თუმცა რაფინია ყოველთვის 100%-ით იხარჯება. მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის გუნდის კაპიტანია და პოზიტიური ენერგია მოაქვს. იდენტურ ეპიზოდებში მსაჯების მხრიდან განსხვავებული ინტერპრეტაცია? ამაზე საუბარი არ მსურს - მინდა, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო.

იამალის მდგომარეობა? გვაქვს კომუნიკაცია ესპანეთის ნაკრებთან. ასევე ლამინი ესაუბრება ნაკრების მწვრთნელს, მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს. არ ვიცი, მოასწრებს თუ არა კრისტენსენი ამ სეზონში მოედანზე დაბრუნებას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მარკ ბერნალი გუნდთან ერთად იქნება და თამაში შეუძლია.

გვინდა, ყველა დარჩენილი მატჩი მოვიგოთ, რაც მარტივი არ იქნება, რადგან ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. ყოველდღე ვგრძნობ ხალხის სიყვარულს, რაც ძალიან სასიამოვნოა. როდესაც ასეთ დიდ კლუბში მუშაობ, შენგან ტიტულებს ელოდებიან. კლუბსა და გასახდელში კარგი ატმოსფეროა, რითაც ძალიან ვამაყობ, თუმცა ჯერ საქმე დამთავრებული არაა“.

ცნობისთვის, ოსასუნა-ბარსელონას მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გავი ძველ ფორმას უბრუნდება - ფურია როხაში კონკურენცია მწვავდება
გავი ძველ ფორმას უბრუნდება - ფურია როხაში კონკურენცია მწვავდება