ფლიკი და ბარსა ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ | მუნდო დეპორტივოს ცნობა
მუნდო დეპორტივოს ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკი ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. მთავარ მწვრთნელთან ახალი ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება, დამატებით 1 სეზონით გახანგრძლივების ოფციით. დამატებითი წლის ოფცია ავტომატურად ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ 2027/28 წლების სეზონის ბოლოს ორივე მხარე თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდება.
ფლიკი ახალ კონტრაქტს მას შემდეგ მოაწერს ხელს, როცა ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გუნდი 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
გერმანელი სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს იწურება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კლუბს სურდა, ფლიკს კონტრაქტი 2029 წლამდე გაეფორმებინა, თუმცა გერმანიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უფრო მოკლევადიანი შეთანხმება არჩია, რომლითაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.