გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ შანსი ხელიდან გაუშვა

“ორლანდოს” მშვენიერი შანსი ჰქონდა “დეტროიტთან” პლეი ოფის მერვედფინალური ეტაპის სერია საკუთარ დარბაზში დაესრულებინა, თუმცა ფლორიდელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს, “პისტონსთან” შინაურ კედლებში 79:93 დამარცხდნენ და სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. ახლა ასეთი მოცემულობაა - მეოთხედფინალისტის ვინაობას მეშვიდე თამაში გადაწყვეტს, რომელსაც უკვე დეტროიტი უმასპინძლებს.

“პისტონსთან” წაგებულ შეხვედრაში “მეჯიქის” რიგებში 13 წუთი იასპარეზა გოგა ბითაძემ და 6 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ საშუალო დისტანციიდან ხუთიდან სამი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან და პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია. ბითაძემ ოთხიდან სამი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სერიის გამარჯვებულის ვინაობა მეშვიდე მატჩში უნდა გადაწყდეს, რომელიც დეტროიტში ხვალ, 3 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორ წელიწადში იოკიჩს შეუერთდება“ - შაკიმ ვემბანიამაზე ისაუბრა
„ორ წელიწადში იოკიჩს შეუერთდება“ - შაკიმ ვემბანიამაზე ისაუბრა