„სერბეთში ასეთ გუნდს დაშლიდნენ“ - იოკიჩმა დენვერის ფიასკო შეაფასა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში „მინესოტა ტიმბერვულვზმა“, რომელსაც ტრავმების გამო ენტონი ედვარდსი, დონტე დივინჩენცო და აიო დოსუნმუ აკლდნენ, „დენვერ ნაგეთსს“ მეოთხე მატჩი მოუგო (110:98) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მატჩის შემდეგ „დენვერის“ ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (28-9-10) განაცხადა, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლისგან ჯერ კიდევ შორსაა.
„უნდა შეიცვალოს თუ არა რამე ზაფხულში? ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, თუმცა, ჩვენ რომ სერბეთში ვყოფილიყავით, მთელი გუნდი დაიშლებოდა.
რამდენად შორს ვართ ტიტულისთვის ბრძოლისგან? პირველ რაუნდში დავმარცხდით. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან შორს ვართ. თუმცა მე არსად წასვლას არ ვაპირებ და მინდა, ბოლომდე „დენვერში“ დავრჩე.
ჩვენ რომ მოხსნებს ვერ ვაგროვებთ, ეს [მწვრთნელის] დევიდ ადელმანის ბრალი არაა. ეს კალათბურთელების პასუხისმგებლობაა“.
ცნობისთვის, მომდევნო ეტაპზე „მინესოტა“ „სან ანტონიო სპურსს“ შეხვდება. პირველი მატჩი 5 მაისს არის ჩანიშნული.