სანდრო ნარიმანიძე, ჟილინა
Aa
Aa

პირველი ტიტული ჟილინაში - ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის გამარჯვებულია

სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ სლოვაკეთის თასის ფინალში „კოშიცე“ დაამარცხა და ტიტულს მეორედ დაეუფლა.

პირველ ტაიმში „ჟილინამ“ ორი უპასუხო გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა, „კოშიცემ“ კი პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ 89-ე წუთზე შეძლო.

რაც შეეხება ქართველ მცველს, მან მატჩი სრულად ჩაატარა და სლოვაკეთში გადასვლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ნარიმანიძე „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია, „ჟილინაში“ კი გასული წლის თებერვალში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან „ჟილინას“ რიგებში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მნიშვნელოვანი გამარჯვება - კვერნაძის ფროზინონეს სერია ა-მდე ერთი ქულა აშორებს
მნიშვნელოვანი გამარჯვება - კვერნაძის ფროზინონეს სერია ა-მდე ერთი ქულა აშორებს