გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლა ლიგისა და ლა ლიგა ორის კლუბები | ქოჩორაშვილს მსურველები ჰყავს

გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, დაბრუნების შემდეგ კი „აფსთან“ 84, ხოლო „ტონდელასთან“ 5 წუთი ითამაშა.

პორტუგალიურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „ლომები“ მის გასაშვებად მზად არიან და შეთავაზებებს ელოდებიან. კლუბთან დაახლოებული სატრანსფერო ექსპერტი, ფლავიო კოსტა, ამ თემასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ქოჩოს“ მსურველები ესპანეთიდან ჰყავს.

როგორც ირკვევა, გიორგისადმი ინტერესი ლა ლიგის ერთმა და ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლა ლიგა 2-ის სამმა კლუბმა გამოხატა. მათ „სპორტინგთან“ ოფიციალური კონტაქტი უკვე ჰქონდათ და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში შეთავაზებას გააკეთებენ. კოსტა კლუბების სახელებს არ ასაჯაროებს.

ცნობისთვის, „სპორტინგის“ მთავარი მოთხოვნა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევროს მიღებაა. ეს ის თანხაა, რომელიც „ლომებმა“ „ლევანტეს“ გადაუხადეს და არ სურთ, ზარალში წავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და გარემარბები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და გარემარბები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?