ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და გარემარბები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?

Sportbible-მა 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. პირველ ადგილზე მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე იმყოფება. მბაპეს შემდეგ ლამინ იამალი მოდის, ხოლო მესამე პოზიციაზე ჰარი კეინს ვხედავთ.

ტოპ 5-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. „კვარა“ მეხუთე ადგილზეა და მასზე მაღლა მაიკლ ოლისე იმყოფება. ხვიჩას შემდეგ ვიტინია, უსმან დემბელე, პედრი, ერლინგ ჰოლანდი და ლუის დიასი მოდიან.

Sportbible-ის გარდა, ჩვენთვის საინტერესო რეიტინგი Givemesport-მაც გამოაქვეყნა. ბრიტანულმა გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა და „კვარა“ მეხუთე ადგილზე გაიყვანა. კვარაცხელიაზე წინ მაიკლ ოლისე, რაფინია, უსმან დემბელე და ლამინ იამალი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბაიერნს“ დუბლი შეუსრულა. „კვარას“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან შვიდიც პლეიოფში შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს წესი ფეხბურთს აფუჭებს | მაკმანანის აზრით, ბაიერნის კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ
ეს წესი ფეხბურთს აფუჭებს | მაკმანანის აზრით, ბაიერნის კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ