ჯეიმსმა ჰიუსტონი სახლში გაუშვა - გეგმა ოკლაჰომასთვისაც არსებობს
NBA-ში თბილისის დროით, დღეს გამთენიისას გამართული სამი მატჩიდან მეოთხედფინალისტის ვინაობა მხოლოდ ერთში გაირკვა - „ლეიკერსმა“ „ჰიუსტონი“ მისსავე დარბაზში, 20-ქულიანი სხვაობით 98:78 დაამარცხა, სერიაში 4:2 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ლებრონ ჯეიმსსა და მის თანაგუნდელებს უკვე მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ ელოდება.
ლოს-ანჯელესის კლუბის 41 წლის ვარსკვლავი ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან მატჩის MVP სწორედ ლებრონი გახდა. მან 37 წუთში 28 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეიმსმა ხუთიდან ორი სამქულიანი, ოციდან რვა ორქულიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. შვიდიდან ექვს შემთხვევაში მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, პლეი ოფის მომდევნო ეტაპზე „ლეიკერსის“ მეტოქე „ოკლაჰომა“ იქნება და ამასთან დაკავშირებით ჯეიმსმა განაცხადა, რომ მართალია „თანდერს“ შეი გილჯეს-ალექსანდერის სახით შესაძლოა არამხოლოდ შარშანდელი, არამედ შესაძლოა წლევანდელი სეზონის MVP-იც ჰყავს, თუმცა მას და მის თანაგუნდელებს ამ სერიაში გასამარჯვებლად სრულფასოვანი გეგმა აქვთ მომზადებული.