ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მადრიდის მასტერსი - ბასილაშვილი პირველივე წრეში ოფნერთან დამარცხდა

მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 83-ე ნომერს, სებასტიან ოფნერს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 6:7 6:7 დამარცხდა.

ნიკოლოზმა მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა ავსტრიელმა არ დააყოვნა და უკუბრეიკი შემოგვთავაზა. ამის შემდეგ, მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი ოფნერი იყო და 7:5 გაიმარჯვა.

მეორე სეტიც თითქმის იდენტური სცენარით წარიმართა. ბრეიკი ვერ ვიხილეთ, თუმცა მე-10 გეიმში სებასტიანს ორი მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ისევ ტაი-ბრეიკი, სადაც ოფნერმა დიდი უპირატესობით - 7:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს 539 ქულა აქვს და ATP რეიტინგში 113-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელეს და სინერს აჯობა - ალკარასი პრესტიჟული პრემიის მფლობელია
დემბელეს და სინერს აჯობა - ალკარასი პრესტიჟული პრემიის მფლობელია