ქულით კუმანი უფრო კმაყოფილი დარჩა - მწვრთნელების კომენტარები
ნიდერლანდები - იაპონიის (2:2) მატჩი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო თუ არა, სანახაობრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და მიუხედავად იმისა, რომ რონალდ კუმანის მომზადებული ნიდერლანდელები აზიელებს ორჯერ ამარცხებდნენ, ჰაჯიმე მორიასუს შეგირდებმა ორივე შემთხვევაში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. თამაშის დასრულების შემდეგ როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარის მოსმენა საინტერესო იყო.
რონალდ კუმანი
იმის გათვალისწინებით, რომ ორჯერ ვიყავით დაწინაურებულები, საბოლოო შედეგით კმაყოფილი ალბათ არ უნდა ვიყო, თუმცა თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რამდენი სახიფათო მომენტი შეიქმნა ორივე გუნდის კართან, ფრე მისაღები შედეგი უნდა იყოს. როგორც წესი იაპონელები პრესინგის მოყვარულები არიან, დღეს კი ამას მხოლოდ მაშინ მიმართეს, როდესაც ანგარიშში ჩამორჩნენ, რაც ალბათ იმ საფრთხის შიშით იყო განპირობებული, რასაც ჩვენგან გრძნობდნენ. ცუდია, რომ მეორე გოლი კუთხურის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ იაპონია ძალიან მაღალი ხარისხი გუნდია და მათთან ფრე სამარცხივინო შედეგი არავისთვის იქნება.
ჰაჯიმე მორიასუ
იმედგაცრუებული ვარ იმის გამო რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. კმაყოფილება კი იმან მომიტანა, რომ ანგარიშში ორჯერ ჩამორჩენის მიუხედავად, არ გავტყდით და სიტუაცია გამოვასწორეთ. მხოლოდ ქულა გამოვიმუშავეთ, რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა ეს ყოველივე საოცარი გუნდურობის ხარჯზე შევძელით. თავს მოთმინებით ვიცავდით და შეტევაში აგრესიულ გადასვლას ვცდილობდით - მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც დაგეგმილი გვქონდა.
ცნობისათვის, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნიდერლანდების ნაკრები შვედებს შეხვდება, ხოლო იაპონელების მეტოქე ტუნისის ეროვნული გუნდი იქნება.