„ნოკაუტი პირველ რაუნდში“ | UFC-ის მებრძოლების პროგნოზები ილია VS გეიჯიზე
UFC-ის ცხრა მებრძოლს ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვეს. მათი უმრავლესობა „ელ მატადორის“ გამარჯვებას ვარაუდობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გეიჯი მოიგებს.
ირჟი პროხაზკა: „ჯასტინ გეიჯი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ილია თოფურია მოიგებს“.
ჯონი უოკერი: „თოფურია ნოკაუტით მოიგებს. მაღალი დონის მებრძოლია, სწრაფია და კარგი ტექნიკა აქვს“.
ტაცურო ტაირა: „ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს. აპერკოტი, დარტყმები და ნოკაუტი“.
ჩარლზ ოლივეირა: „რა თქმა უნდა, ილია თოფურია“.
კაიო ბორალიო: „ილია თოფურია გაიმარჯვებს“.
პაულო კოსტა: „კარგი ჩხუბი იქნება. ვფიქრობ, გეიჯი ნოკაუტით მოიგებს“.
ვალდო კორტეს-აკოსტა: „თოფურია გაიმარჯვებს — პირველი რაუნდის მეორე წუთზე, ნოკაუტით!“
ჯოშუა ვენი: „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თოფურია გაიმარჯვებს, მაგრამ შანსები 50/50-ზეა. მაინც ილიას ვიტყვი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
რაულ როსას უმცროსი: „ილია ნოკაუტით“.
ცნობისთვის, „თეთრი სახლის“ ღონისძიება 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათიდან იწყება. სავარაუდოდ, თოფურიას ჩხუბი 07:00 საათის შემდეგ დაიწყება.