„ხვალ საღამოს ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ“ - აწონვების ცერემონია და ბოლო Face-off
თეთრ სახლში, UFC Freedom 250-ის აწონვების ცერემონია მებრძოლების ბოლო პირისპირ დგომი გაიმართა, სადაც მთავარი ყურადღება ბუნებრივია, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე იყო გამახვილებული.
ბრძოლამდე, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ერთმანეთთან ბოლო Face-off ჰქონდათ, რის შემდეგაც ბოლო კომენტარებიც გააკეთეს.
ჯასტინ გეიჯი:
ზუსტად ამისთვის დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ხვალ საღამოს მას სულს ამოვხდი. თავად ნახავთ.
ილია თოფურია:
ბავშვობიდან ყოველთვის მესმოდა ფრაზა „ამერიკული ოცნება“ და ბოლომდე არასდროს მესმოდა მისი მნიშვნელობა, მაგრამ ხვალ საღამოს ჩვენ ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ. მოვიპოვებ კიდევ ერთ გამარჯვებას და გავხდები 18-0. ამ გამარჯვებას ძალიან შთამბეჭდავად მოვიპოვებ. ხვალამდე, მეგობრებო. წავედით.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი თეთრ სახლში ორშაბათს, 15 ივნისს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება.