ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

თოფურიამ გეიჯის ხელი ჰკრა | რა მოხდა მებრძოლებს შორის

აშშ-ში, ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალის წინ, UFC Freedom 250-ის პრესკონფერენცია გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ მებრძოლებმა ტრადიციული ფეისოფები (მზერათა დუელი) გამართეს, რომლის დროსაც ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯის ხელი ჰკრა.

ფეისოფების შემდეგ „ელ მატადორს“ ინტერვიუ ჩამოართვეს და ქართველმა ჩემპიონმა განმარტა, თუ რატომ მოიქცა ასე: „გეიჯის ვუთხარი, ახლოს არ მოსულიყო, რაზეც მიპასუხა: „რა? სახეში მუშტს დამარტყამ?“ „კი-მეთქი“, ვუპასუხე და როდესაც მომიახლოვდა, მომიწია, ხელი მეკრა, რადგან მუშტი რომ მომერტყა, ჩხუბს ვეღარ შეძლებდა.

წონის კლების პროცესმა ისე კარგად ჩაიარა, როგორც არასდროს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რამდენიმე კილოგრამი კიდევ მაქვს დასაკლები, მაგრამ სერიოზული არაფერია. წონას ჩავაბარებთ და ცერემონიული ფეისოფების შემდეგ, ჩხუბის დროც მოვა. იმედი მაქვს, ორთაბრძოლას არ გამოტოვებთ, რადგან ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება“.

ფეისოფებისას თოფურიასა და გეიჯის დიალოგი ასეთი იყო:

ილია: „არ მომიახლოვდე, კარგი?“

გეიჯი: „რას იზამ? დამარტყამ? ახლა საკმარისად ახლოს ვარ.“

ილია: „კი.“

დენა უაითი: „არ ქნა...“

ილია: „მინდა, ტკივილი ოქტაგონში მოგაყენო. სახეში სწორედ ამიტომ არ დაგარტყი.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა