ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. რუსი მებრძოლი „თეთრი სახლის“ ღონისძიებას შეეხო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ UFC Freedom 250-ზე მისი და „ელ მატადორის“ დაპირისპირება თოფურიას მოთხოვნების გამო არ გაიმართა.

„თოფურიას განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყველამ ვნახეთ, რა მოხდა. ვიღაცები იტყვიან, რომ ეს სიმართლე არ არის, მაგრამ შემიძლია ჩემი და ჩემი მენეჯერის მიმოწერა გავასაჯაროვო.

მან დამირეკა და მითხრა: „თეთრ სახლში ჩხუბი თოფურიას წინააღმდეგ“. მაშინვე ვუთხარი: „თანახმა ვარ, წავედით!“ არაფერი მიკითხავს და ალიმ (მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი) მითხრა, რომ ჰონორარი მაღალი იქნებოდა, რადგან „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე იყო საუბარი. ვუპასუხე, მთლად უკეთესი-მეთქი, თუმცა მეორე დღეს დამირეკა და შემატყობინა, რომ ორთაბრძოლა არ გაიმართება. ვკითხე: „რატომ, რა მოხდა?“ მან ამიხსნა, რომ თოფურიამ ჩხუბის სანაცვლოდ არანორმალური ჰონორარი მოითხოვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეს უკვე ვთქვი, რის შემდეგაც დენა უაითმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, თუმცა ილიას მენეჯერმა თავად აღიარა, რომ UFC-მ ჩხუბის სანაცვლოდ ძალიან მცირე თანხა შესთავაზა, რის გამოც უარი თქვეს. ეს მისი მენეჯერის სიტყვებია. ილიას შეუძლია, რაც უნდა ის თქვას, მაგრამ მოლაპარაკებებს მისი მენეჯერი აწარმოებდა. მე და ჩემმა მენეჯერმა ძალიან კარგად ვიცით, რა მოხდა.

რაც შეეხება ჩემი ხელის ტრავმას, ძველი ტრავმა მაწუხებს, მაგრამ ვაპირებ, ოპერაცია კარიერის დასრულების შემდეგ ჩავიტარო. ეს დაზიანება ჩხუბში ხელს არ მიშლის. არანაირი საუბარი, რომ ეს ორთაბრძოლა ჩემი ტრავმის გამო ჩაიშალა, არ ყოფილა“.

ცნობისთვის, მახაჩევის ნაცვლად თოფურია „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის ფარგლებში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია და ამ ორთაბრძოლას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ