ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„მე მასთან არ წამიგია“ - ჩიმაევი რემატჩს ითხოვს

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში 2025 წელს ხამზატ ჩიმაევის გაჩემპიონების შემდეგ, ბევრი თვლიდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის დომინაცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა და მისთვის საჩემპიონო ქამრის წართმევას ვერავინ მოახერხებდა, თუმცა ხამზატმა პირველივე გამოცდა ვერ ჩააბარა და შონ სტრიკლენდთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჩიმაევმა ეს ბრძოლა ახლა გაიხსენა და საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

ხამზატ ჩიმაევი

სტრიკლენდთან ბრძოლა მე არ წამიგია - დავმარცხდი მხოლოდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. დამიჯერეთ, შემდეგ ჯერზე მას სახალხოდ შევარცხვენ და თავს მოვჭრი. დენა უაითისა და ჰანტერ კემპბელის ზარს მოუთმენლად ველოდები - უბრალოდ კიდევ ერთხელ შემოუშვით ეს არსება ჩემთან გალიაში და ყველა ნახავს ეს ყველაფერი როგორც დასრულდება.

ცნობისათვის, ჩიმაევი-სტრიკლენდის ბრძოლის დასრულების შემდეგ, ნასურდინ იმავოვმა განაცხადა, რომ ახლა მისი ჯერია და სატიტულო ჩხუბის ჩანიშვნას შონ სტრიკლენდთან მოუთმენლად ელოდება. რამდენად აუსრულებს მას დენა უაითი სურვილს, რთული სათქმელია, რადგან სტრიკლენდი-ჩიმაევის ბრძოლას რომ გაცილებით დიდი ინტერესი ექნება, ვიდრე სტრიკლენდი-იმავოვის დაპირისპირებას, ეს დღესავით ნათელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონები ჩაბარებულია: ილიამ და გეიჯიმ 70,3 კგ დააფიქსირეს - პერეირა განზე მძიმეა
წონები ჩაბარებულია: ილიამ და გეიჯიმ 70,3 კგ დააფიქსირეს - პერეირა განზე მძიმეა