პოჩეტინო: “მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში უნდა გავიდეთ“
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, აშშ-მა, მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პირველ ტურში პარაგვაის დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 4:1.
მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
პოჩეტინო:
„იმედი მაქვს, პულიშიჩის დაზიანება სერიოზული არ არის. შესვენებაზე მითხრა, რომ თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო. იმედია, ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდება. ახლა მისი მდგომარეობა უკეთესია და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.
სპორტში ასე ხდება — როცა კარგად თამაშობ და შედეგსაც აღწევ, ყველა წარმატებაზე იწყებს საუბარს და გაქებს, ხოლო წაგების შემთხვევაში ყველაფერი კატასტროფად წარმოჩინდება.
ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზი გვიწოდონ, მინიმუმ მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში უნდა გავიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ამის თქმის საფუძველი.
უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მთელი ტურნირის განმავლობაში იმ სასიამოვნო სიურპრიზად ქცევას, როგორიც წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვა ნაკრებები იყვნენ.“
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ასტრალიას დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ტურში თურქეთს.