კერიკი: ფეხბურთელები ჩემი პასუხისმგებლობაა, ვიცი რა უნდა გავაუმჯობესოთ
მან. იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა კლუბში მის მომავალზე ისაუბრა. „წითელი ეშმაკებისთვის'' სეზონი ძალიან ცუდად მიდის, პრემიერ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-16 ადგილზე არიან, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ჩემი პასუხისმგებლობაა. გარეშე მოვლენები ჩემი ყურადღების საგანი არ არის. ვიცი, რაზე შეგვიძლია ზემოქმედება და ვიცი, რა უნდა გავაუმჯობესოთ.
როგორც გუნდის ლიდერმა, ზუსტად ვიცი, რა დახმარება სჭირდებათ მათ — გარკვეულ მომენტებში მცირედი მიმართულების მიცემა და კონკრეტულ საკითხებთან გამკლავება. ჩემი პირდაპირი მოვალეობის ნაწილი სწორედ ისინი არიან — ადამიანები, რომლებზეც ვზრუნავ და რომლებზეც ყველაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შემიძლია.
და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. შეხვედრები ყოველკვირეულად გვაქვს, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსხვავებული მიმართულებით მიდის — შედეგების, არსებული სიტუაციისა და საერთო განწყობის მიხედვით.
ბიჭებზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ისინი მოწყურებულები არიან. გული გვტკივა, რადგან საკმარისი თამაშები ვერ მოვიგეთ. მაგრამ აშკარად იგრძნობა ინტენსივობა, სიმწვავე, გულდაწყვეტა და იმის დაუოკებელი სურვილი, რომ გაცილებით უკეთესად ვითამაშოთ.“
კარიკი იმის შესახებ, ელოდა თუ არა, რომ „ჩელსისთან“ მატჩშიც ის უხელმძღვანელებდა გუნდს: „მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ არაფერს ველოდი. ჩემი ყურადღება მთლიანად თამაშის ხარისხსა და შედეგზე იყო მიპყრობილი.
იმ ფაქტს ვერ დავმალავთ, რომ სტადიონზე დინამიკა და ატმოსფერო ჩვეულებრივისგან ცოტათი განსხვავებული იყო.
ამის გადახარშვისა და გააზრების შემდეგ, როგორც შეხვედრის დასრულებისას აღვნიშნე, ჩემი გონება მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ ვითარების გამოსასწორებლად.“
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს