ფოლარინ ბალოგუნი, ჯოვანი რეინა
Aa
Aa

რეკორდი და ისტორიული შედეგი | აშშ-პარაგვაის საინტერესო ფაქტები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, აშშ-მა, მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პირველ ტურში პარაგვაის დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 4:1.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგუნი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა. ჯოვანი რეინამ ლამაზი გოლი გაიტანა, ერთხელ კი პარაგვაელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. სამხრეთამერიკელთა რიგებში ერთადერთი გოლი მაურისიომ შეაგდო.

აშშ-ის ნაკრების მცველმა, კრის რიჩარდსმა, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა — მან 83 გადაცემიდან ყველა ზუსტად შეასრულა. აქამდე 100-პროცენტიანი სიზუსტით 80-ზე მეტი პასი არავის გაუკეთებია.

ფოლარინ ბალოგუნი მეორე ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში ერთზე მეტი გოლი გაიტანა. მან ბერტ პატენოდის მიღწევა გაიმეორა. პატენოდიმ იგივე 1930 წელს, ისევ პარაგვაისთან მატჩში გააკეთა.

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა 3-გოლიანი უპირატესობით მესამედ მოიგო. 1930 წელს მათ ბელგია და პარაგვაი ერთნაირი ანგარიშებით — 3:0 და 3:0 დაამარცხეს. ამასთანავე, ამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი საკუთარ ისტორიაში პირველად გაიტანეს.

ხულიო ენსისო მეორე ყველაზე ახალგაზრდა პარაგვაელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე მოქმედება მიითვალა. ენსისო 22 წლისა და 140 დღის ასაკში გამოირჩა, მასზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ როკე სანტა კრუსს აქვს (20 წლის ასაკში).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური