ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების მაისურები, რომლებიც მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „არსენალის“ წინააღმდეგ ეცვათ, აუქციონზე გაიტანეს. პარიზელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ზედიზედ მეორედ, პენალტების სერიაში მოიგეს და მათი მაისურების დასასაკუთრებლად დიდი თანხები გადაიხადეს.

Ouest-France-ის ინფორმაციით, ყველაზე ძვირად უსმან დემბელეს მაისური გაიყიდა, რომელმაც „არსენალთან“ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. დემბელეს მაისურის საწყისი ფასი 199 ევრო გახლდათ და საბოლოოდ, ის 160 015 ევროდ გაიყიდა.

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ერთადერთი არ ყოფილა, ვისმა მაისურმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. Ouest-France წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მაისური მეორე ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა და 152 029 ევროდ გაიყიდა. „კვარას“ შემდეგ დეზირე დუე (131 359 ევრო) და მარკინიოსი (130 485 ევრო) მოდიან.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფინალურ შეხვედრაში მან პენალტი მოიპოვა, რომელიც დემბელემ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის სეზონი 10 გატანილი გოლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა