შრეკის პერსონაჟს შეადარა | რა უთხრეს გეიჯიმ და ილიამ ერთმანეთს
UFC Freedom 250-ის მონაწილე მებრძოლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის მცირე ინციდენტი მოხდა — ფეისოფებისას (მზერათა დუელი) „ელ მატადორმა“ ამერიკელს ხელი ჰკრა.
მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა და ცნობილი გახდა, თუ როგორ წარიმართა მებრძოლების დიალოგი.
ილია თოფურია: „არ მომიახლოვდე, კარგი?!“
ჯასტინ გეიჯი: „დამარტყამ?“
ილია თოფურია: „კი“.
ჯასტინ გეიჯი: „კარგი, მიდი, დამარტყი. ახლა საკმარისად ახლოს ვარ“.
დენა უაითი: „ეს არ გააკეთო“.
ილია თოფურია (მას შემდეგ, რაც ხელი ჰკრა): „მინდა, ტკივილი მოგაყენო, ოღონდ მინდა, ეს ჩხუბის დროს მოხდეს. სახეში მუშტი სწორედ ამიტომ არ დაგარტყი“.
ჯასტინ გეიჯი: „გაიხედე! შეხედე, რა ლამაზი ხედი გვაქვს და შენ კიდევ გინდა, პატარა ცხოველივით მოიქცე?“
ილია თოფურია: „ისიამოვნე, ისიამოვნე“.
ჯასტინ გეიჯი: „პატარა, ემოციური ცხოველი“.
ილია თოფურია: „შეხედე! შეხედე! (საჩემპიონო ქამრებზე მიანიშნებს) ხედავ?“
ჯასტინ გეიჯი: „ლამაზია, ძალიან გიხდება, ძალიან გიხდება, ლორდო ფარქუადო!“
ილია თოფურია: „მიხდება, კი. ხომ სწორედ ამ ქამრებისთვის იბრძვი? მე მეკუთვნის, ჩემია ბიჭუნავ და მე ბევრად მიხდება“.
ჯასტინ გეიჯი: „კიდევ ერთი და ვეღარ ატარებ, შენთვის ძალიან მძიმე იქნება“.
It's gettin' spicy ????@TopuriaIlia vs @Justin_Gaethje#UFCWhiteHouse LIVE Sunday June 14 at 8pmET on @ParamountPlus!
— UFC (@ufc) June 13, 2026
[ Title fights presented by @Cryptocom ] pic.twitter.com/GHI74JEeeX
ცნობისთვის, ლორდი ფარქუადი არის ანიმაციური ფილმ „შრეკის“ მთავარი უარყოფითი პერსონაჟი. ის გამოირჩევა ძალიან დაბალი სიმაღლითა და დიდი ნიკაპით, რაც ფილმში ბევრი კომიკური სიტუაციის მიზეზია. ის ყველანაირად ცდილობს ეს ნაკლი გრძელი მოსასხამებით, მაღალი ჩექმებითა და ამაღლებული პლატფორმებით დამალოს.