ორსული დედა თვითმფრინავში არ აუშვეს - როგორ გახდა ბალოგუნი ამერიკის მოქალაქე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიო ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო და პარაგვაი 4:1 დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი კი ფლორიან ბალოგუნი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამერიკელთა შეტევის ლიდერია.
გოლების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება თავად ბალოგუნის ისტორიამაც მიიპყრო.
დღეს მონაკოს თავდამსხმელი აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავია, თუმცა ის ფაქტი, რომ ბალოგუნი ამერიკის მოქალაქეა, სრულიად შემთხვევით მოხდა..
2001 წელს, როცა მისი დედა, ფლორენსი, შვიდი თვის ორსული იყო, დასასვენებლად ნიუ-იორკში ჩავიდა. სამშობლოში დაბრუნებისას(ნიგერიაში) კი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მისი ორსულობის გამო თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს.
შედეგად, ფლორინ ბალოგუნი ბრუკლინში დაიბადა და ცხოვრების პირველი ორი თვე ამერიკაში გაატარა, სანამ დედასა და შვილს ფრენის ნებართვას მისცემდნენ.
დედა დღემდე ამბობს, რომ ეს იღბალი კი არა, ბედისწერა იყო..
ბალოგუნმა კარიერა არსენალის აკადემიაში დაიწყო და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ აშშ-ის ნაკრების არჩევა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ნაკრები შემდეგ მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 19 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.