ნიუ იორკ ნიქსი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

ისტორიაში მესამედ - ნიქსმა სუპერფინალი მოიგო და ჩემპიონობა იზეიმა

NBA-ის სუპერფინალების მე-5 მატჩში, რომელიც სან ანტონიოში ჩატარდა, „სპურსმა“ „ნიუ იორკ ნიქს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით, 90:94 დამარცხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნიქსმა“ ფინალური სერია 4:1 მოიგო და შესაბამისად, 2025/26 წლების ჩემპიონობაც მოიპოვა.

სან ანტონიო თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერის სტატუსით იყო, მაგრამ უპირატესობა დასკვნით მეოთხედში დათმო და საბოლოოდ, სერიაშიც დამარცხდა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს, რომელმაც 41 წუთში 45 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „სპურსიდან“ კი ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა - 19 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი.

„ნიუ იორკ ნიქსმა“ NBA-ს ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმა. პირველად ეს 1970 წელს შეძლო, მეორედ კი 1973 წელს. შესაბამისად, „ნიქსისთვის“ ეს 21-ე საუკუნეში პირველი ჩემპიონობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები