„ჩემთან ჩხუბის სანაცვლოდ 20 მილიონი მოითხოვა“ | მახაჩევი თოფურიაზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ისაუბრა. მახაჩევმა ილია თოფურიაზე გაამახვილა ყურადღება და დაასახელა თანხა, რომელიც მასთან ჩხუბის სანაცვლოდ „ელ მატადორმა“ მოითხოვა.
„დილით დამირეკეს და თეთრ სახლში თოფურიასთან ჩხუბი შემომთავაზეს. ყოველგვარი შეკითხვის გარეშე თანხმობა განვაცხადე. ორთაბრძოლა ორგანიზაციამ თავად შემომთავაზა და ჰონორარიც შედარებით მაღალი იყო.
მომდევნო დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ თოფურიამ დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. რამდენიმე საათის შემდეგ მისი მენეჯერის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან თქვა, რომ ისლამთან ჩხუბისთვის საკმარისი ჰონორარი არ შეუთავაზებიათ. მიუხედავად ამისა, იმავე თანხის სანაცვლოდ, რომელიც კონტრაქტით უნდა მიეღოთ, გეიჯისთან ჩხუბს დათანხმდნენ“.
ცნობისთვის, მახაჩევის ნაცვლად თოფურია „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის ფარგლებში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია და ამ ორთაბრძოლას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.