ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

RAF-ში, ჩიმაევისა და დენისის ჭიდაობა მასშტაბური ჩხუბით დასრულდა

სენტ-ლუისში, RAF-ის მე-10 ღონისძიება, რომელშიც მთავარი შეხვედრა ხამზატ ჩიმაევსა და დილონ დენისს შორის იყო, გუნდების წარმომადგენლებს შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

ჩიმაევი და დენისი ხალიჩაზე ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კვირის დასაწყისში, ღონისძიებამდე მათი გზები ჯერ სიტყვიერი დაპირისპირებით გადაიკვეთა და ვითარება დაიძაბა.

ჩიმაევმა მეტოქე პირველივე რაუნდში წააქცია, ფეხზე წამოდგომის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩიმაევმა საპასუხოდ დენისს წიხლი დაარტყა, რის შემდეგაც დაპირისპირება მასშტაბურ ჩხუბში გადაიზარდა.

 ხალიჩა მალევე შეივსო ჩიმაევისა და დენისის გუნდის წევრებით, ვითარება კი საბოლოოდ, უსაფრთხოების სამსახურის დიდი ძალისხმევის შემდეგ განიმუხტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვალ საღამოს ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ“ - აწონვების ცერემონია და ბოლო Face-off
„ხვალ საღამოს ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ“ - აწონვების ცერემონია და ბოლო Face-off